-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული მთარგმნელი პოეტი
კახიძე მედეა ილიას ასული (30.XII.1930, სოფ. ახალსოფელი, ყვარლის რ-ნი — 2.V. 2015, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1954), ერთი წლის შემდეგ კი მაქსიმ გორკის სახ. ლიტ. ინ-ტის ფილოლოგიის ფაკ-ტი მოსკოვში. ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას (1951-1977). გამოაქვეყნა პირველი ლექსი გაზ. ''ლიტერატურა და ხელოვნებაში'' (1950). გამოვიდა მისი ლექსთა პირველი კრებ. ''სიყვარულის ასაკი'' (1955). ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნა იუგოსლავიელი პოეტი ქალის დ. მაქსიმოვიჩის ლექსები ''მიწის სურნელი''; კრებ. ''იუგოსლავიელი პოეტები'' და სომეხი პოეტის სევტქარადის ლექსები. კ. მ.–ს ლექსები მრავალ ენაზეა თარგმნილი.
თხზ.:კახიძე, მ. (1970). მოდი ეკა შევრიგდეთ. თბ., ნაკადული; კახიძე, მ. (1976). ინდი-ფრინდი, ლექსები. თბ., ნაკადული; კახიძე, მ. (1984). ვისაც სიყვარული შეუძლია, ლექსები. თბ., მერანი; კახიძე, მ. (1987) ზღაპრები. თბ., ნაკადული; კახიძე, მ. (1987) მეთქმევინება და ვამბობ : ლექსები. თბ., მერანი; კახიძე, მ. (1987). ჩემი მიწის სადღეგრძელო : ლექსები. თბ., საბჭ. საქართველო; კახიძე, მ. (1989). იმედის ლაციცი. ლექსები. თბ., მერანი.